საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღანელი თეა პერტაია სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„ჩვენი დროის გმირი - შსს-ს მაშველი ზურაბ მუზაშვილი.
გმირებად, ალბათ, იბადებიან...
პირველად მან ადამიანი - მდინარეში ჩავარდნილი ბავშვი 10 წლისამ გადაარჩინა, ბოლო კი - 37 წლის ასაკში, 2015 წლის 13 ივნისს.
იმ დღეს ზურამ სიცოცხლე 8 ადამიანს შეუნარჩუნა და როცა მე-9-ს დასახმარებლად მიდიოდა, თავად დაიღუპა... სტიქია ვერაგია...
დღეს ბევრი ადამიანი მისი ვაჟკაცობისა და პროფესიონალიზმის წყალობით სუნთქავს, ცხოვრობს, იღიმება, უყვარს...
დღევანდელი საქართველო ასეთ გმირებზე დგას...
ეს მისი ჩაფხუტია..." ,- წერს პერტაია და ფოტოს აქვეყნებს.