logo_geo
eng_logo
თეა პერტაია: ჩვენი დროის გმირი - შსს-ს მაშველი ზურაბ მუზაშვილი!
- +

13 ივნისი. 2017. 01:05


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღანელი თეა პერტაია სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ჩვენი დროის გმირი - შსს-ს მაშველი ზურაბ მუზაშვილი.

 

გმირებად, ალბათ, იბადებიან...

 

პირველად მან ადამიანი - მდინარეში ჩავარდნილი ბავშვი 10 წლისამ გადაარჩინა, ბოლო კი - 37 წლის ასაკში, 2015 წლის 13 ივნისს.

 

იმ დღეს ზურამ სიცოცხლე 8 ადამიანს შეუნარჩუნა და როცა მე-9-ს დასახმარებლად მიდიოდა, თავად დაიღუპა... სტიქია ვერაგია...

 

დღეს ბევრი ადამიანი მისი ვაჟკაცობისა და პროფესიონალიზმის წყალობით სუნთქავს, ცხოვრობს, იღიმება, უყვარს...

 

დღევანდელი საქართველო ასეთ გმირებზე დგას...

 

ეს მისი ჩაფხუტია..." ,- წერს პერტაია და ფოტოს აქვეყნებს.







 

right_banner right_banner
არქივი
right_banner