logo_geo
eng_logo
პეტრე მამრაძე: „რუსთავი 2“-ს ვერც სააკაშვილი უშველის და ვერც სტრასბურგი!
- +

13 ივნისი. 2017. 03:12



„მართვის სტრატეგიული ცენტრის" ხელმძღვანელი პეტრე მამრაძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში „რუსთავი 2"-თან დაკავშირებით საუბრობს.  როგორც მამრაძე აცხადებს, „სააკაშვილის ტელევიზიაში დატრიალებული მთელი ეს ბაკქანალია მხოლოდ ფულს უკავშირდება".


„რუსთავი 2"-ს ვერც სააკაშვილი უშველის და ვერც სტრასბურგი! ამიტომ სავსებით ბუნებრივად მიმაჩნია ის ამბავი, რომ ერთ მშვენიერ დღეს, „რუსთავი 2"- ში სამართლიანობა აღდგეს და ტელეკომპანია მისმა კანონიერმა მფლობელებმა დაიბრუნონ. კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვაცხადებ - სააკაშვილს არც „რუსთავი 2 " უშველის და არც პოლიტიკაში მეგობრები, რომლებიც დღეს პარლამენტში სხედან. სააკაშვილის მზეს რომ ფიცულობენ, ის ხალხი, ვინც ჩემთან საუბრისას „დებილს", „ იდიოტსა" და „ გიჟს" ეძახდა! 2008 წელს, როცა, შევიტყვე, რომ ომისკენ მივექანებოდით, მის რამდენიმე თანაგუნდელს ვთხოვე, გადაეცით, ამას და ამას ნუ აკეთებს, ასე ნუ იქცევა, თორემ დავიღუპებით-მეთქი. - ხომ იცით, რომ გიჟია, მაგას ვერ ვეტყვითო! - მპასუხობდნენ", - განაცხადა პეტრე მამრაძემ.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner