მიუნხენის გარეუბანში, სარკინიგზო სადგურზე მიმდინარე სპეცოპერაციისას სამართალდამცველებმა ერთი პირი დააკავეს.
„სროლის შედეგად რამდენიმე ადამიანია დაჭრილი. მძიმედაა პოლიციის თანამშრომელი. ერთი პირი დაკავებულია", - ნათქვამია მიუნხენის პოლიციის „ტვიტერის" გვერდზე.
გერმანული მედიის ინფორმაციით, პირმა პოლიციელ ქალს საბუთების შემოწმების დროს ესროლა.
მიუნხენის გარეუბანში, უნტერფორინგის სარკინიგზო სადგურზე პოლიცია მასშტაბურ ოპერაციას ამ წუთებშიც ატარებს. სადგურის შენობიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა.