logo_geo
eng_logo
მიუნხენში, რკინიგზის სადგურზე სროლის შედეგად რამდენიმე ადამიანია დაჭრილი
- +

13 ივნისი. 2017. 13:32


მიუნხენის გარეუბანში, სარკინიგზო სადგურზე მიმდინარე სპეცოპერაციისას სამართალდამცველებმა ერთი პირი დააკავეს.

 

სროლის შედეგად რამდენიმე ადამიანია დაჭრილი. მძიმედაა პოლიციის თანამშრომელი. ერთი პირი დაკავებულია", - ნათქვამია მიუნხენის პოლიციის „ტვიტერის" გვერდზე.


გერმანული მედიის ინფორმაციით, პირმა პოლიციელ ქალს საბუთების შემოწმების დროს ესროლა.


მიუნხენის გარეუბანში, უნტერფორინგის სარკინიგზო სადგურზე პოლიცია მასშტაბურ ოპერაციას ამ წუთებშიც ატარებს. სადგურის შენობიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner