logo_geo
eng_logo
პროკურატურამ „ბირჟა მაფიის“ წევრების დაკავებაში მონაწილე პოლიციელები დაჰკითხა
- +

13 ივნისი. 2017. 14:12


პროკურატურამ ის პოლიციელები გამოჰკითხა, რომლებიც ჯგუფ „ბირჟა მაფიის" წევრების - მიხეილ მგალობლიშვილისა და გიორგი ქებურიას დაკავებაში მონაწილეობდნენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" პროკურატურაში განუცხადეს.


ამასთან, პროკურატურის მიერ დაწყებული ძიების პარალელურად, ალტერნატიული გამოძიების ჩატარებას გეგმავენ მიხეილ მგალობლიშვილისა და გიორგი ქებურიას ინტერესების დამცველები.


როგორც „ინტერპრესნიუსს" მგალობლიშვილის ადვოკატმა, კახა ცნობილაძემ განუცხადა, დაცვის მხარეს აქვს უფლება, დამოუკიდებლად აწარმოოს პირთა გამოკითხვა და შეაგროვოს მტკიცებულებები, რის გაკეთებასაც ისინი აპირებენ კიდეც.


ანალოგიური მოქმედებების განხორციელებას გეგმავს გიორგი ქებურიას ინტერესების დამცველი მერაბ ჩიქოვანი.


ჯგუფ „ბირჟა მაფიის" წევრები მიხეილ მგალობლიშვილი და გიორგი ქებურია პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის დააკავა. სასამართლომ მათ თავდაპირველად აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, თუმცა მუსიკოსების მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ, რომ მათ ნარკოტიკული საშუალება სამართალდამცველებმა ჩაუდეს და აღიარებითი ჩვენებები ზეწოლის ქვეშ მიაცემინეს, პროკურატურამ ამ საქმეზე ძიება დაიწყო და სააპელაციო სასამართლოში დაეთანხმა დაცვის მხარის მოთხოვნას ბრალდებულების გირაოთი გათავისუფლების თაობაზე.



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner