ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელში წერს:
„ნარკომანებზე ერთი ისტორია გამახსენდა თემურ მღებრიშვილის არქივიდან, ის დროა, პლეხანოვზე იმდროინდელ „შესტოიში" ვმუშაობ ოპერმუშაკადო, მივიღეთ ინფორმაცია, რომ პლეხანოველი სტაჟიანი ნარკომანები არიან ერთის ბინაში მე-5 სართულზე და „შავს" ხარშავენო, ჰოდა, ვფიქრობთ, როგორ ავიყვანოთ ფაქტზე, კარს არავინ გაგვიღებდა და იქვე მშენებლობიდან მოვხსენი ამწე, ჩავჯექი კაბინაში და მივადექი ფანჯრებსო, ერთ-ერთს უკვე „გაჩხერილი" აქვს, ბაიანი ხელში უჭირავს, ამღვრეული თვალებით მიყურებს და ყვირისო, ბიჭებო, ისეთი „პრიხოდი" მოვიდა, მღებრიშვილი მელანდება, ტო, ფანჯარაშიო", - წერს ჯღარკავა.