logo_geo
eng_logo
ირმა ინაშვილი: ზურაბ ჯაფარიძემ „პამპერსი“ ჩაიცვას, კრეატიული აქცია გამოუვა
- +

13 ივნისი. 2017. 15:34


„პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ირმა ინაშვილი „გირჩის" ლიდერის ზურაბ ჯაფარაძის „აიპრესისთვის" მიცემულ ინტერვიუს გამოეხმაურა, სადაც ჯაფარიძემ ინაშვილის „პატრიოტთა ალიანსს" ფაშისტური პარტია უწოდა.


. ჯაფარიძეს ჩვენი პარტიის აშკარად ეშინია. ვინმემ გადასცეს, პამპერსი" ჩაიცვას. მაგარი კრეატიული აქცია გამოუვა. ტელევიზორში აჩვენებენ", - წერს ირმა ინაშვილი „Facebook"-გვერდზე.


ზურაბ ჯაფარიძემ „აიპრესისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ პრორუსულ და ფაშისტურ პარტიებთან არ ითანამშრომლებს. ჟურნალისტის კითხვაზე, რომელია ასეთი პარტიები, ჯაფარიძემ უპასუხა, რომ მკვეთრად გამოხატული ფაშისტური ხედვები „პატრიოტთა ალიანსს" აქვს.


ჩემი აზრით, მკვეთრად გამოხატული ფაშისტური ხედვებიპატრიოტთა ალიანსს" აქვს. ერთხელ ვთქვი და ეწყინათ. ჰგონიათ, რომ გაიგივება არის ჰიტლერთან და მუსოლინთან. ასეთი ხედვების მქონე პარტიები ევროპაშიც არსებობს. ეს იდეოლოგია არ ნიშნავს მაინცდამაინც იმას, რომ კონცლაგერები უნდა მოაწყო, სადაც ადამიანებს დაწვავ. ასეთ პარტიებთან არ გვინდა თანამშრომლობა, რომლებიც არ აღიარებენ ადამიანების თავისუფლების მნიშვნელოვან ღირებულებას", - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner