logo_geo
eng_logo
თეა წულუკიანი: თითოეულ გაქცეულ ადამიანს, რომელზეც საქმეა აღძრული, ვიხილავთ საქართველოში
- +

6 აპრილი. 2016. 17:46


საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის ექსტრადირებაზე ბრიტანეთმა უარი თქვა, რასაც საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანგამოეხმაურა.


 

ჩვენ უნდა გვესმოდეს ის, რომ დღეს თუ არ დაკმაყოფილდა ექსტრადირება, ხვალ დაკმაყოფილდება, ჩვენმა ხელისუფლებამ მრავალი თვის განმავლობაში თითოეული ნაბიჯის ეფექტურად გავლის შედეგად, ისე, რომ საქართველოს პროკურატურას ფარ-ხმალი არ დაუყრია, რამდენიმე დღის წინ ჩამოაბრძანა ბატონიმასტერა" იმ ქვეყნიდან, სადაც ის ბრძანდებოდა. აქედან გამომდინარე, ჩვენ, რა თქმა უნდა თითოეულ იმ გაქცეულ ადამიანს, რომელზედაც საქმეა აღძრული, დღეს თუ არა, ხვალ ვიხილავთ საქართველოში. ამისთვის მუშაობა არ შეჩერდება და ჩვენ გვაქვს წარმატების მაგალითები, დღეს ვერ დარწმუნდა რომელიმე სასამართლო საზღვარგარეთ? ხვალ დარწმუნდება", - განაცხადა თეა წულუკიანმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner