logo_geo
eng_logo
გია შარაშენიძე: ამჯერად, აფგან მუხთარლი „გაება“!
- +

13 ივნისი. 2017. 19:31


 

„აფგან მუხთარლი საქართველოდან აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მალულად ბევრჯერ არის გადასული და ამჯერადაც თავისით გადავიდა", - ამის შესახებ ნიუ-იორკში მცხოვრებმა ქართველმა, სოციალური ფორუმის „ამერიკის ნამდვილი მეგობრების" წევრმა გია შარაშენიძემ გაზეთ „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში განაცხადა. როგორც თავად აღნიშნა, არ სჯერა, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი გაიტაცეს.

 

„ბუნებრივია, იგი ქართული სპეცსამსახურების მეთვალყურეობის ქვეშ იქნებოდა, მაგრამ, ალბათ, საზღვრის მალულად გადაკვეთაში ხელი არ შეუშალეს და არც უნდა შეეშალათ. დიახ, გეკითხებით - რატომ უნდა შეეშალათ ხელი?!  ჩვენ ჩვენი დიპლომატია გვაქვს აზერბაიჯანთანაც და სხვა ქვეყნებთანაც, რომლის წყალობითაც საქართველოში მშვიდად ვცხოვრობთ, მაშინ, როცა მსოფლიო ტერორიზმის ცეცხლშია გახვეული.

 

მოკლედ, ყოფილმა სპეცრაზმელმა მუხთარლიმ ტყე-ღრეს გავლით გადაკვეთა საზღვარი, მაგრამ ამჯერად „გაება" და აზერბაიჯანელი სამართალდამცავების ხელში აღმოჩნდა, რომლებსაც, სხვათაშორის, ფიზიკური წინააღმდეგობაც კი გაუწია", - განაცხადა გია შარაშენიძემ. 


 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner