logo_geo
eng_logo
ითანამშრომლებს თუ არა რესპუბლიკური პარტია „ქართულ ოცნებასთან“?!
- +

6 აპრილი. 2016. 18:12


ითანამშრომლებს თუ არა რესპუბლიკური პარტია „ქართულ ოცნებასთან" მომავალ პარლამენტში?! - „პრაიმტაიმის"  ამ კითხვის საპასუხოდ რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბერძენიშვილმა განაცხადა, რომ ეს იმით იქნება განპირობებული, როგორ შეიცვლება პარტია „ქართული ოცნება".


„ჩვენი დამოკიდებულება „ქართულ ოცნებასთან" მომავალში იმით იქნება განპირობებული, როგორ შეიცვლება ეს პარტია. ისინი აპირებენ სერიოზულ ცვლილებებს. თუ ასე იქნება, როგორც მათ უნდათ და გამოუვიდათ ეს ამბავი, და თუ მათი სურვილიც იქნება, მაშინ ვფიქრობ, თანამშრომლობა სრულიად შესაძლებელია. თუ არ იქნება ცვლილებები, მიჭირს წარმოდგენა, რატომ უნდა ისურვონ ჩვენთან თანამშრომლობა.

 

გიორგი კვირიკაშვილთან ჩვენ სიამოვნებით ვითანამშრომლებთ და ვთანამშრომლობთ. მიმაჩნია, როცა პარტიის ხელმძღვანელი გახდება, მერე კიდევ უფრო კარგად გამოიკვეთება „ქართული ოცნების" მომავალი. ის დინჯი, გონიერი და სერიოზული ფიგურაა, არის სასიამოვნო პიროვნება და კარგი იქნება, თუ მას დიდი გავლენა ექნება პარტიაში", - ამბობს ბერძენიშვილი.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner