ზერბაიჯანის გენერალური პროკურატურა აფგან მუხთარლის დაკავების შესახებ განცხადებას ავრცელებს.
„აზერბაიჯანელ სამართალდამცველებს ქართული მხრისთვის არ მიუმართავთ მუხთარლის დასაკავებლად. წინასწარი გამოძიების მსვლელობისას დადგენილია, რომ მუხთარლი დააკავეს 29 მაისს ბალაკენსკის რაიონში, როდესაც საქართველოდან აზერბაიჯანში გადასვლისას საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა სურდა", - ნათქვამია განცხადებაში.
უწყება ასევე აღნიშნავს, რომ გამოძიება გრძელდება, ხოლო მუხთარლის ქმედებებს მიეცემა შესაბამისი შეფასება.