logo_geo
eng_logo
ცხინვალში 3000 რუსი სამხედროა განგაშზე მობილიზებული
- +

13 ივნისი. 2017. 21:01



ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მდებარე რუსულ სამხედრო ბაზაზე 3000 რუსი ჯარისკაცია განგაშზე მობილიზებული. სარდლობამ განგაში საშტაბო-სამეთაურო სწავლების ფარგლებში გამოაცხადა.


რუსეთის სამხეთის სამხედრო ოლქში მიმდინარე წელს 40-ზე მეტი განგაშია გამოცხადებული.


2008 წლის 26 აგვისტოს ომის შემდეგ, რუსეთმა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა ცნო, საქართველოს დანარჩენი ტერიტორიებიდან 8 ოქტომბერს დაასრულა გასვლა, თუმცა რუსული ჯარების გაძლიერებული გარნიზონები დატოვა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში.


რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის შემადგენლობაში შედის ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში დისლოცირებული ნაწილები.


 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner