ნიუ იორკში, მანჰეტენის სამხრეთ-დასავლეთით, 12-სართულიან საცხოვრებელ კორპუსში, გაზის გაჟონვას აფეთქება მოჰყვა, რის შედეგადაც 35 ადამიანი დაშავდა. აფეთქებამდე საცხოვრებელ კორპუსში „საეჭვო პაკეტი" აღმოაჩინეს, რის გამოც, ფედერალური ბიურო და პოლიცია გამოიძახეს.
სამართალდამცველებმა და სპეციალისტებმა ნივთის შესწავლის შემდეგ განაცხადეს, რომ ყუთში ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთიერება ან ასაფეთქებელი მოწყობილობა არ აღმოჩნდა. თუმცა კორპუსის რამდენიმე მცხოვრებს და ადგილზე მისულ ორ სამართალდამცველს ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა. მათ ინტოქსიკაციის დიაგნოზი დაუსვეს.
ბრიტანული მედია წერს, რომ კორპუსში დამონტაჟებული ბოილერიდან მხუთავმა აირმა - CO-მ გაჟონა. შენობიდან მოსახლეობა ევაკუირებულია.