logo_geo
eng_logo
ინგა გრიგოლია: არ მესმის, რატომ აპროტესტებს ზოგიერთი 8 ოქტომბერს არჩევნების დანიშვნას...
- +

6 აპრილი. 2016. 18:25


ჟურნალისტი ინგა გრიგოლია პრეზიდენტის მიერ საპარლამენტო არჩევნების თარიღის დასახელებასა და პოლიტიკოსების მხრიდან პროტესტზე სოციალურ ქსელში კომენტარს აკეთებს. როგორც გრიგოლია წერს, არ ესმის, თუ რატომ აპროტესტებენ პრეზიდენტის გადაწყვეტილებას.


„არ მესმის, რატომ აპროტესტებს ზოგიერთი 8 ოქტომბერს არჩევნების დანიშვნას... თუ მეხსიერება არ მღალატობს, სააკაშვილმა 2012-ში 1 ოქტომბერს დანიშნა საპარლამენტო არჩევნები. ჰოდა, გაიმარჯვა „ოცნებამ" და ახლა რატომ არ უნდა დაენიშნათ, ვითომ, 8 ოქტომბერს? რაშია პრობლემა, მართლა ვერ ვხდები",- წერს გრიგოლია.



საქართველოს პრეზიდენტმა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების თარიღად 2016 წლის 8 ოქტომბერი დაასახელა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner