logo_geo
eng_logo
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარალეთში საბავშვო ბაგა-ბაღი გაიხსნა
- +

14 ივნისი. 2017. 02:44


 

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარალეთში N2 საბავშვო ბაგა-ბაღი გაიხსნა - ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს.


გამგეობის ინფორმაციით, ბაღი პატარებთან ერთად გორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით ონიაშვილმა და შიდა ქართლის გუბერნეტორის მოადგილემ ნოდარ მეტრეველმა გახსნეს. ბაღის აღსაზრდელებმა დღეს საჩუქრებიც მიიღეს.


კარალეთის საბავშვო ბაგა-ბაღი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისადაა მოწყობილი და აღჭურვილი. ამ ეტაპზე ბაღში სამი ჯგუფია შექმნილი, სადაც 65 ბავშვი ისწავლის, სექტემბრისთვის ბავშვების რაოდენობა გაიზრდება, ბაგა-ბაღი 120 ბავშვზეა გათვლილი.


მიხარია, რომ კიდევ ერთი ბაღი შეემატა გორის მუნიციპალიტეტს, ჩვენ ყოველთვის ვზრუნავთ, რომ მომავალ თაობას საუკეთესო პირობები შევუქმათ, მათ უნდა მიიღონ შესაბამისი აღზრდა-განათლება. ვულოცავ ამ პატარებს, მათ მშობლებსა და პედაგოგებს. იმედი მაქვს, რომ მათთვის ეს ლამაზი ბაღი საყვარელი ადგილი გახდება" - აცხადებს გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით ონიაშვილი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner