logo_geo
eng_logo
დავით ნარმანია: „რუსთავი 2"-ს მორიგ დეზინფორმაციას ხვალ სათანადო პასუხს გავცემთ!
- +

14 ივნისი. 2017. 03:32



ქალაქის მერმა დავით ნარმანიამ ტელეკომპანია „მაესტროში" "რუსთავი 2" - ის სიუჟეტზე ისაუბრა, სადაც სუბარი იყო იმაზე, რომ თბილისის მერიამ ცინცაძე-კარტოზიას ესტაკადის მშენებლობა ხელოვნურად შეაჩერა. შეჩერების მიზეზად დასახელებული იყო ის, რომ ტერიტორია ბიძინა ივანიშვილის საკუთრება იყო და მერიამ მისი სურვილის წინააღმდეგ ვერ იმოქმედა.

 

„სულ რამდენიმე წუთის წინ ვუყურე „რუსთავი 2"-ს, სადაც ძალიან საოცარი სიუჟეტი მოვისმინე. ეს იყო მორიგი ბრალდებები და დეზინფორმაციაზე აგებული სიუჟეტი, როგორც ეს არის მათი სტილი.

 

განაცხადეს თითქოს თბილისის მერიამ ხელოვნურად შეაჩერა ცინცაძე-კარტოზიას დამაკავშირებელი ესტაკადის მშენებლობა. მე მინდა ხაზგასმით განვუმარტო მოქალაქეებს, რომ ეს იყო აბსოლუტურად თავიდან ბოლომდე დეზინფორმაცია, რომელსაც ჩვენი მხრიდან გაეცემა ხვალ სათანადო პასუხი სპეციალურად ამისთვის მოწყობილ ბრიფინგზე.

 

მე მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ აღნიშნული პროექტის განხორციელებას მოჰყვებოდა 50-ზე მეტი ხე-მცენარის განადგურება, ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება ამ ეტაპზე ამ პროექტის შეჩერებასთან დაკავშირებით. ასე რომ რაიმე სპეციალურად არ გაკეთებულა და საბიუჯეტო თანხების გაფლანგვას ადგილი არ ჰქონია და ეს საქმე საპროკურორო საქმე არ არის. ძალიან სამწუხაროა ის, რომ ზოგიერთი დამოუკიდებელი დეპუტატი წამოეგო „ნაციონალური მოძრაობის" ცრუ ბრალდებებს , ამ შემთხვევაში ელისაშვილს ვგულისხმობ, რომელმაც არ დაიშურა და უხვად სალანძღავი სიტყვებით მოიხსენია დედაქალაქის მერია და სხვა ადამიანები. ამიტომ მე ვშიშობ რომ ამ ადამიანებს ბოდიშის მოხდა მოუწევთ" , - განაცხადა დავით ნარმანიამ.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner