logo_geo
eng_logo
თამარ ჩუგოშვილი: ამ მომენტში არ მჯერა, რომ ბიჭებს ნარკოტიკები ჰქონდათ
- +

14 ივნისი. 2017. 04:22



საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ თამარ ჩუგოშვილმა ტოკ-შოუ ,,რეაქციაში" განაცხადა, რომ ბევრია სამუშაო, განსაკუთრებით სამართალდამცავ უწყებებთან. მისი თქმით საზოგადოების პროტესტი სამართლიანი იყო და გამოძიებას შედეგებს ყველა ერთად ელოდება.


„განცდა, რომ ადამიანები გახდნენ უსამართლო დაკავების მსხვერპლი, უკვე არის ძალიან დიდი პრობლემა.

 

გადაწყვეტილების მიმღებ პირებს პასუხისმგებლობა ეკისრებათ, წარსულში უნდა დარჩეს ჩადება. ამ საქმეს სწორი და დამაჯერებელი სამართლებრივი პასუხი უნდა გაეცეს და უნდა გაირკვეს ჰქონდათ თუ არ ჰქონდათ ნარკოტიკი. თუ არ ჰქონიათ უნდა დაისაჯონ ის პირები, ვინც უკანონო ქმედება განახორციელა, წინააღმდეგ შემთხვევაში ცუდ ფაზაში აღმოვჩნდებით", - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა და დასძინა, რომ მას უფრო მეტი კითხვა აქვს ვიდრე პასუხი.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner