საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან კობერიძემ ტოკ-შოუ ,,რეაქციაში" ჯგუფი „ბირჯა მაფიას" წევრების გათავისუფლებას გამოეხმაურა. როგორც კობერიძემ აღნიშნა, ეს, პირველ რიგში იმ ადამიანების დამსახურებაა, ვინც აქციაზე შეიკრიბა. მისი თქმით, ეს ადამიანები არ იყვნენ მართულები და ის დარწმუნებულია, რომ ახალგაზრდებმა ,,ალალი პროტესტი გამოხატეს".
„მე მჯერა, რომ ეს პროტესტი იყო თითოეული თქვენგანის გულში. ეს არ სჯერათ იმ ადამიანებს, ვინც არ დადის აქციაზე გულწრფელად და გულანთებული", - განაცხადა ლევან კობერიძემ.