logo_geo
eng_logo
შსს-მ ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო
- +

14 ივნისი. 2017. 10:23



შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს დამნაშავეთა სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, 1984 წელს დაბადებული დ. ფ. თბილისში, ყაზბეგის გამზირზე დააკავეს.


სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი და დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, მაკაროვის კონსტრუქციის არარეგისტრირებული პისტოლეტი, ნაგანის ტიპის არარეგისტრირებული რევოლვერი, „SAVZ 24"-ის მოდელის პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი და სხვადასხვა კალიბრის 52 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.


ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.


გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით).



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner