logo_geo
eng_logo
სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის მოთხოვნის ფაქტზე ასურეთის სატყეო უბნის ტყის მცველი დააკავა
- +

14 ივნისი. 2017. 10:20



სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად  ქრთამის მოთხოვნის ფაქტზე გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს  ქვემო ქართლის სატყეო სამსახურის, ასურეთის სატყეო უბნის ტყის მცველი ზ.ა. დააკავეს.


გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებული კანონმდებლობით დადგენილი აკრძალვის მიუხედავად, საქართველოს მოქალაქეს დაჰპირდა ქვემო ქართლში, ასურეთის სატყეო უბნის ტერიტორიაზე, 1000 კვ.მ ტყის ნიადაგის ნაყოფიერი ფენის მოჭრაში დახმარებას, რის სანაცვლოდაც ქრთამის სახით მოსთხოვა 6000 ლარის გადახდა.


გამოძიება ქრთამის მოთხოვნის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით).


გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner