logo_geo
eng_logo
დავით სერგეენკო „რეპერების საქმეზე“: გამოძიებას უნდა მივცეთ საშუალება, გამოიკვლიოს ყველაფერი
- +

14 ივნისი. 2017. 11:51



ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ე. წ. რეპერების საქმეს გამოეხმაურა. მისი თქმით, საქმეზე ცალსახად მაღალი საზოგადოებრივი ინტერესია და ეს აბსოლუტურად გასაგები და ლეგიტიმურია.


ცალსახად გასაგებია, რომ ამ შემთხვევაზე არის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი და საზოგადოების ერთგვარი მღელვარება აბსოლუტურად გასაგები და ლეგიტიმურია. ჩვენ ცალსახად უნდა მივცეთ გამოძიებას იმის საშუალება, რომ გამოიკვლიოს ეს ყველაფერი, არ მოექცეს საზოგადოებრივი აზრის ან სხვა რაიმე ფაქტორების გავლენის ქვეშ და ნახოს, რეალურად რა და როგორ იყო. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი მნიშვნელოვანია, მაგრამ ამან არ უნდა იქონიოს გამოძიებაზე გავლენა, რაც მჯერა, რომ ასე იქნება", - განაცხადა დავით სერგეენკომ.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner