გაზეთი „ასავალ-დასავალი" საქართველოს სახალხო დამცველის ძვირადღირებულ მანქანებზე სტატიას აქვეყნებს. სტატიის ავტორი წერს, რომ უჩა ნანუაშვილი საბიუჯეტო თანხებით პირადი კომფორტის მოწყობითაა დაკავებული.
„სახალხო დამცველი 2009წელს გამოშვებულ „Hyundai Tucson"-ს ახალი, 105 500 ლარად ღირებული, 2016 წელს გამოშვებული „Mercedes Benz GLA 250 4matic"-ით ჩაანაცვლებს. აქვე ცნობილი ხდება, რომ სახალხო დამცველის აპარატმა მიმდინარე წლის 10 თებერვალს უკვე შეიძინა ახალი, 2015 წელს გამოშვებული „Toyota land cruiser 150", რომლის ღირებულება 48 500 დოლარია. ამრიგად, მარტივი არითმეტიკით, მხოლოდ წელს სახალხო დამცველის აპარატმა ორ მანქანაში 184 ათასი ლარი დახარჯა. რა გაუკეთა უჩა ნანუაშვილმა ხალხს ისეთი, რომ მისი ნეტარებისთვის 184 ათასები ვიხადოთ?" - წერია სტატიაში.
სტატიის ავტორი მიმართავს პარლამენტს, ჩაშალოს ხელშეკრულება და ხელი შეუშალოს საბიუჯეტო თანხების ფლანგვას
„კეთილი ინებეთ და ჩაშალეთ ხელშეკრულება - დაუზოგეთ საქართველოს ბიუჯეტს თანხები. და მეორეც - სასწრაფოდ გააპანღურეთ თანამდებობიდან უჩა ნანუაშვილი!" - წერს სტატიის ავტორი.