logo_geo
eng_logo
პრეზიდენტის ადმინისტრაცია არჩევნების თარიღის 6 თვით ადრე გამოცხადებასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს
- +

6 აპრილი. 2016. 19:02


პრეზიდენტის ადმინისტრაცია საპარლამენტო არჩევნების თარიღის 6 თვით ადრე გამოცხადებასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.


ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ არჩევნების თარიღის 6 თვით ადრე გამოცხადება იმის გამო მოხდა, რომ „პოლიტიკური გარემო უფრო მეტად პროგნოზირებადი ყოფილიყო და პოლიტიკურ პარტიებს ჰქონოდათ საშუალება უკეთესად დაეგეგმათ საარჩევნო კამპანია".



ადმინისტრაციაში ასევე აღნიშნავენ, რომ შეთანხმება საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შორის გუშინდელ შეხვედრაზე შედგა.



პრეზიდენტის განკარგულების თანახმად, რომელიც კონტრასიგნაციისთვის პრემიერთან არის გაგზავნილი, ტექნიკური რეგულაციები 8 აგვისტოს ამოქმედდება.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner