logo_geo
eng_logo
სოზარ სუბარი: გირგვლიანის საქმეზე ბრალდებული პირების სასარგებლოდ, შესაბამისი კანონიც კი მიიღეს
- +

14 ივნისი. 2017. 18:33



გირგვლიანის საქმეზე ბრალდებული პირების სასარგებლოდ მაშინდელმა პარლამენტმა შესაბამისი კანონიც კი მიიღო, რისი მეშვეობითაც, საქმეზე დაკავებულ პირებს პატიმრობის ვადა გაუნახევრდათ და შემდგომ გათავისუფლდნენ", - ამის შესახებ დევნილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა თბილისის საქალაქო სასამართლოში გირგვლიანის საქმის სასამართლო პროცესზე განაცხადა,  სადაც ექს-პრეზიდენტს ბრალი აქვს წარდგენილი.


სუბარის განცხადებით, გირგვლიანის საქმეზე დაკავებულთა ამნისტიის საკითხი შეწყალების კომისიაზე არ განხილულა.


მაშინ ამნისტიის შესახებ" კანონიც კი მიიღეს. შეგნებულად ისე იყო ფორმულირებული, რომ უშუალოდ ამ ადამიანებს უნდა შეხებოდათ ერთ ნაწილში, რითაც მოაკლდათ რაღაც წლები და მოხდა მათი შეწყალება. არსებობდა შესაწყალებელი პატიმრების მეორე სია, რომელიც მაშინდელი მთავარი პროკურორის, ზურაბ ადეიშვილის მეშვეობით იცხრილებოდა და ისე ეგზავნებოდა კომისიას", - განაცხადა სოზარ სუბარმა, რომელიც პროცესზე მოწმის სტატუსით დაიკითხა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner