„კადრების ავტორი მიხეილ სააკაშვილია, მერე - ვანო მერაბიშვილი, ვის უწყებაშიც ხდებოდა გადაღებები", - აღნიშნული განცხადება ექსპერტმა მამუკა არეშიძე „ქართულ სიტყვასთან" ინტერვიუში გააკეთა.
გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:
„დღეს ნაცმოძრაობის წევრები ამბობენ, არაფერი ვიცოდითო. თუ ასეა, მაშინ უნდა აღიარონ, რომ ის არ იყო ისეთი მონოლითური ხელისუფლება, როგორც თავს იწონედბდნენ, ან თავად იყვნენ ცხვრები. როცა გიორგი ბარამიძისა და გიორგი ვაშაძის გამოსვლა მოვისმინე, ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, რომ მათ ნაცების ხელისუფლებაში სერიოზულად ვერ აღიქვამდნენ. საზოგადოების ნაწილმა იცოდა, რომ ასეთი კადრები არსებობდა, უამრავი ინფორმაცია გვქონდა იმის თაობაზეც, რომ ფარული კადრები იქმნებოდა, უბრალოდ, არ ვიცოდით რა ტიპის კადრებზე იყო საუბარი. ვიცოდით, ციხეებში წამებას იღებდნენ, მაგრამ ბოლომდე არ მჯეროდა თუ სადიზმი აქამდე მივიდოდა. 2012 წელს, ამ კადრების გამოქვეყნებამ ბოლო ლურსმანი ჩაარჭო ნაციონალურ ხელისუფლებას და ეს დეპუტატებმა არ იცოდნენ? დავუშვათ არ იცოდნენ, მაშინ აღიარონ, რომ არავინ არაფერს ეკითხებოდა, და საერთოდ, დეპუტატები იმიტომ იყვნენ, რომ სია შეევსოთ", - აცხადებს არეშიძე.