შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორმა ზვიად ქაწაშვილმა თანამდებობა დატოვა.
გავრცელებული ვერსიით, ქაწაშვილი სამინისტროში სხვა თანამდებობას დაიკავებს.
ზვიად ქაწაშვილი საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტს 2015 წლიდან ხელმძღვანელობდა.