logo_geo
eng_logo
„ხადის ხეობას ელექტროენერგიის პრობლემა ივლისში მოუგვარდება“
- +

14 ივნისი. 2017. 21:08


 

„ხადის ხეობაში გამრიცხველიანება და ქსელის რეაბილიტაცია მოხდება - შეიცვლება ელექტროგადამცემი ბოძები და სადენები", - ამის შესახებ „აიპრესს" „ენერგო-პრო ჯორჯიაში" განუცხადეს. როგორც კომპანიაში ირწმუნებიან, მიმდინარე წლის ივლისში ხადის ხეობის სოფელ წკერეს ელექტროენერგიასთან დაკავშირებით პრობლემები აღარ შეექმნება.


„არის „ხადას პროექტი" რომელიც ძალიან მალე დაიწყება. პროექტის ფარგლებში მოხდება გამრიცხველიანება და ქსელის რეაბილიტაცია. დაახლოებით 15 ივლისს ეს პრობლემა მოგვარებული ექნებათ. წკერეში სულ 2 თუ 3 მოხუცი ცხოვრობს. ეს სოფელი ამ პროგრამაში ჩასმულია", - აცხადებენ „ენერგო-პრო ჯორჯიაში".


ცნობისთვის, ხადის ხეობაში, სოფელ წკერეში თითქმის წაქცეული ხის ელექტროგადამცემი ბოძებია, რაც მოსახლეობას თვეობით ელექტროენერგიის გარეშე ტოვებს.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner