logo_geo
eng_logo
ამერიკის სენატმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაფართოებას მხარი დაუჭირა
- +

15 ივნისი. 2017. 00:22



რუსული მედიის ცნობით, აშშ-ის სენატმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაფართოებას გულისხმობს. ახალი ზომები სენტმა ორშაბათს, ანტიირანული სანქციების კანონპროექტში შესწორების სახით შეიტანა. მას მხარი სენატორების დიდმა უმრავლესობამ დაუჭირა. ახლა კანონპროექტი კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ უნდა მოიწონოს, შემდეგ კი თეთრ სახლში პრეზიდენტს გადაეგზავნება ხელმოსაწერად.


აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა სენატის მოსმენებზე რუსეთ-ამერიკის ურთიერთობის გაუარესებაზე ილაპარაკა.


„ჩვენი ურთიერთობა რეკორდულად დაბალ ნიშნულზეა და კიდევ უარესდება. ჩვენი მიზანია-დიალოგის სტაბილიზირება," - განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა.


რესპუბლიკელმა სენატორმა ლინდსი გრემმა განაცხადა, რომ სანქციები გაფართოვდება იმისთვის, რომ „რუსეთი აშშ-ის პოლიტიკურ პროცესებში ჩარევისთვის დასაჯონ."


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner