logo_geo
eng_logo
ოთარ დანელია არჩევნებზე: სტანდარტულად გავაგრძელებთ მუშაობას, განსაზღვრული კანონის ფარგლებში
- +

6 აპრილი. 2016. 19:16


არჩევნების თარიღის დანიშვნასა და ადმინისტრაციული რესურსების შესაძლო გამოყენებასთან დაკავშირებით, განცხადებები გააკეთეს მინისტრთა კაბინეტის წევრებმა. მინისტრების განცხადებით, მათი ქმედებები წინასაარჩევნო პერიოდში კანონის ჩარჩოებს არ გასცდება.

 

„მთელმა საქართველომ იცოდა, რომ ოქტომბერში ჩაინიშნებოდა არჩევნები, ამიტომ სიურპრიზი ეს ვერ იქნებოდა. არჩევნები ჩემთვის შრომას არ მატებს და არც აკლებს, ამიტომ ჩვენ სტანდარტულად გავაგრძელებთ მუშაობას, განსაზღვრული კანონის ფარგლებში",  - განაცხადა ოთარ დანელიამ.


ამავე საკითხთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა.

 

„წინასაარჩევნო კამპანიის შემადგენელ ელემენტად აღმიქვამთ? მე მაშინაც მინისტრი ვიქნები და ჩემს საქმეს გავაკეთებ", - განაცხადა ნოდარ ჯავახიშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner