logo_geo
eng_logo
დიდი დმანისი–დმანისი–გომარეთი–ბედიანის საავტომობილო გზის 8-კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
- +

15 ივნისი. 2017. 10:26



საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის დიდი დმანისი-დმანისი-გომარეთი-ბედიანის საავტომობილო გზის  8-კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაციას ახორციელებს.


აღნიშნულ მონაკვეთს 25 წელზე მეტია რეაბილიტაცია არ ჩატარებია, გზა იყო ძლიერ დაზიანებული, ცალკეულ ადგილებში შემორჩენილი ასფალტ-ბეტონის საფარით, არ ფუნქციონირებდა კიუვეტები და წყალგამტარი მილები.


პროექტი ითვალისწინებს: ასფალტ-ბეტონის საფარის, მწყალგამტარი მილების, კიუვეტებისა და გაბიონების მოწყობის სამუშაოებს. განხორციელდება მოსახლეობის ეზოებში შესასვლელების, ადგილობრივ გზებთან მიერთებების, გზის შემოფარგვლის, საგზაო ნიშნების მონტაჟისა და გზის ჰორიზონტალური მონიშვნის სამუშაოები. ასევე, რეაბილიტაცია უტარდება ხევზე  არსებულ სახიდე გადასასვლელს. 


ამ ეტაპზე, მიმდინარეობს კიუვეტებისა და საფუძვლის მოწყობა, ასევე ასფალტ-ბეტონის ქვედა ფენის მოწყობის სამუშაოები.


მიმდინარე სამუშაოებს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი სეთურიძე  გაეცნო.


სარეაბილიტაციო მონაკვეთი დმანისის მუნიციპალიტეტში მდებარეობს და გაივლის სოფლებს: განახლება, სარკინეთი და გომარეთი.


გზის რეაბილიტაციის შედეგად, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფლები და ტურისტები ისარგებლებენ განახლებული და კომფორტული გზით.


პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და ღირებულება 4 441 700 ლარია. სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წელს დასრულდება.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner