logo_geo
eng_logo
15 ივნისიდან 18 სექტემბრის ჩათვლით, პროექტი „შემოსაზღვრე საქართველო“ ხორციელდება
- +

15 ივნისი. 2017. 10:48



საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, 15 ივნისიდან 18 სექტემბრის ჩათვლით, ხორციელდება პროექტი „შემოსაზღვრე საქართველო".


პროექტის მიზანია კონფლიქტით დაზარალებული და ადმინისტრაციული საზღვრის გამყოფი ხაზის სიახლოვეს მცხოვრები მოსახლეობის ქვეყნის კულტურულ პროცესებში ჩართვა.


„შემოსაზღვრე საქართველოს" ფარგლებში, ადმინისტრაციული საზღვრის გამყოფი ხაზის გასწვრივ მდებარე რეგიონებში, დაგეგმილია სხვადსხვა კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიება; ადგილობრივი მოსახლეობა შეხვდება ქართველ მწერლებსა და მეცნიერებს, რომლებიც წლევანდელ საიუბილეო თარიღებზე გაამახვილებენ ყურადღებას ( ნ. ბარათაშვილი, ი. ჭავჭავაძე, ლ. ასათიანი, ტ. გრანელი), ასევე ისაუბრებენ  კულტურული დიალოგის გაღრმავების მნიშვნელობაზე; მწერლები ინტერაქციის რეჟიმში გამართავენ მკითხველთან დიალოგს.  დაგეგმილია სხვადასხვა გამოფენისა და ფილმების ჩვენებების მოწყობა, ასევე კონცერტები ქართველი შემსრულებლების მონაწილეობით.


საყურადღებოა, რომ „შემოსაზღვრე საქართველოს" ფარგლებში წელს, ადმინისტრაციული საზღვრის გამყოფი ხაზის სიახლოვეს მცხოვრები მოსახლეობა მონაწილეობას მიიღებს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ორგანიზებით, დაწყებულ პროექტში -  „გადაწერე ვეფხისტყაოსანი".


ვეფხისტყაოსნის გადაწერა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. პროექტი უპრეცედენტოდ სახალხო და მასშტაბურია - მხატვარ ქეთი მატაბელის მიერ შექმნილი ხელნაკეთი წიგნი „ვეფხისტყაოსანი", საქართველოს დედაქალაქსა და რეგიონებში 15 მაისიდან  „მოგზაურობს".


ღონისძიებების განრიგი:

15 ივნისი.

  • 18:00 - 19:20 ქ. ზუგდიდის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე - ივანე მაჩაბლის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სპექტაკლი „უჩინმაჩინის ქუდი" - დასწრება თავისუფალია;
  • 19:30 - 21:40 - ქ. ზუგდიდის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე - ლევან ლომაშვილის მხატვრულ-დოკუმენტური ფილმის „თამარი" ჩვენება (სცენარი: გურამ მეგრელიშვილი, ნინია სადღობელაშვილი);
  • 18:00 - 18:30 სოფ. რუხი (რუხის სკოლა): ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეცნიერ-თანამშრომლის ესმა მანიას ლექცია ილია ჭავჭავაძის შესახებ;
  • 18:30-19:00 სოფ. რუხი (რუხის სკოლა): ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის, ლიტერატორის და მთარგმნელის გაგა ლომიძის ლექცია - ნიკოლოზ ბარათაშვილი - 200.
  • 18:00 - დან - 23:00 მდე - ანაკლიის ციხე: „გადაწერე „ვეფხისტყაოსანი";
  • 19:00 - 19:50 ანაკლიის ციხე : მუსიკალური კონცერტი - ფოლკლორული ანსამბლი „ოდოია"
  • 21:00 - 22:20 - ანაკლიის ციხე : მუსიკალური კონცერტი - გიგა პაპასკირი და ელენე მიქიაშვილი.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner