ევროკავშირში დღეიდან მობილურ ტელეფონზე დაწესებული როუმინგის გადასახადი უქმდება.
დღეიდან ევროპის ტერიტორიაზე მყოფი ტურისტები ზარების განხორციელებას დამატებითი გადასახადის გარეშე შეძლებენ.
ამრიგად, ტურისტს საშუალება ექნება, ისაუბროს და გაგზავნოს ტექსტური შეტყობინებები იმავე ტარიფით, რომელიც მობილურ ოპერატორს აქვს დაწესებული და რომლითაც საკუთარ ქვეყანაში სარგებლობს.
იმ შემთხვევაში, თუ აბონენტი საკუთარი ქვეყნის ფარგლებს გარეთ 4 თვეზე მეტი ვადით სარგებლობს უფასო როუმინგით, მობილურ ოპერატორს უფლება აქვს, მოიკვლიოს ვითარება და შემდეგ დაარიცხოს გადასახადი აბონენტს.