logo_geo
eng_logo
აშშ-ის სენატმა რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესებას მხარი დაუჭირა
- +

15 ივნისი. 2017. 11:16



აშშ-ის სენატმა რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესებას, ხმათა უმრავლესობით, მხარი დაუჭირა.


სენატორებმა ასევე კენჭი უყარეს ახალ დებულებას, რომლის თანახმად, პრეზიდენტ დონალდ ტრამპს აშშ-ის კონგრესის თანხმობა დასჭირდება რუსეთისთვის არსებული სანქციების შესასუსტებლად. აღნიშნულს მხარი დაუჭირა 97 სენატორმა, ხოლო ორი სენატორი წინააღმდეგ წავიდა.


რუსეთისთვის სანქციების დაწესება აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის, ყირიმის ანექსიისა და სირიის მთავრობის მხარდაჭერის გამო მოხდა.


აღნიშნული კენჭისყრით სენატორებმა აქამდე არსებული პროცედურა შეცვალეს, რომლის დროსაც სანქციების საკითხი პრეზიდენტის ბრძანებულებით წყდებოდა.


აშშ-მა ძლიერი მესიჯი უნდა გაუგზავნოს ვლადიმ პუტინს და ნებისმიერ სხვა აგრესორს, რომ ჩვენ არ მოვითმენთ დემოკრატიაზე თავდასხმებს", - განაცხადა „რესპუბლიკელმა" სენატორმა ჯონ მაკ-კეინმა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner