logo_geo
eng_logo
ვახტანგ ხარჩილავა: ძალიან სწორად მოიქცა შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი!
- +

15 ივნისი. 2017. 12:07


 

„ეს არის სამარცხვინო მასკარადი, რომელიც პირდაპირ მიმართულია ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ", - ასე შეაფასა „საერთო გაზეთის" მთავარმა რედაქტორმა ვახტანგ ხარჩილავამ „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში გასულ კვირას ჟურნალისტების თავზე ტომარაჩამოცმული პროტესტი, რითაც  აზერბაიჯანელ ჟურნალისტს აფგან მუხთარლის სოლიდარობა გამოუცხადეს. 

 

„სხვათაშორის, ძალიან სწორად მოიქცა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი, რომელმაც „რუსთავი 2"-ის მიერ დადგმულ სპექტაკლში მონაწილეობა არ მიიღო და თავზე ტომარაჩამოცმული გაბუნიას გადაცემა დატოვა.

 

კაცი სერიოზულ თემაზე სასაუბროდ მივიდა და თავზე ტომარაწამოცმულები დახვდნენ. ბატონ ხუციშვილს გადაცემა რომ არ დაეტოვებინა, ეს არამარტო მისთვის, არამედ მთლიანად სახელმწიფოსთვის იქნებოდა სირცხვილი!" - განაცხადა ვახტანგ ხარჩილავამ. 


 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner