logo_geo
eng_logo
„გურამ რჩეულიშვილის მიერ შეთავაზებული დაზარალებულთა დაკმაყოფილების გეგმა პროკურატურისთვის მისაღები არ არის“
- +

15 ივნისი. 2017. 12:19



„ცენტრ პოინტის" საქმის პროკურორის დავით გუმბერიძის განცხადებით, გურამ რჩეულიშვილის მიერ შეთავაზებული დაზარალებულთა დაკმაყოფილების გეგმა პროკურატურისთვის მისაღები არ არის და შესაბამისად, მისი განხილვა ამ ეტაპზე არ მოხდება.


მისი თქმით, ვიდრე არ გადაიდგმება კონკრეტული ნაბიჯები დაზარალებულთა დასაკმაყოფილებლად, მანამდე მსჯავრდებულ მაია რჩეულიშვილთან და რუსუდან კერვალიშვილთან საპროცესო შეთანხმება არ გაფორმდება.


ბრალდების მხარე არანაირ გეგმას და სამოქმედო სტრატეგიას არ განიხილავს საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით. ჩვენს მიერ შეთავაზებულია პირობა, რომ დაკმაყოფილდნენ დაზარალებულები. როდესაც ჩვენ გვექნება რეალური წინგადადგმული ნაბიჯი და დაკმაყოფილდებიან დაზარალებულები, ამის შემდგომ ვიმსჯელებთ საპროცესო შეთანხმებაზე. მათ მიერ შემოთავაზებულია გარკვეული ინვესტორები და სამომავლო გეგმა მხოლოდ", - განაცხადა დავით გუმბერიძემ.

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner