ლონდონის სასამართლომ ქართული მხარის მიერ დავით კეზერაშვილის ექსტრადირებაზე წარდგენილი ბრალი არასაკმარისად საფუძვლიანად ცნო და მის საქართველოში ექსტრადირებაზე უარი განაცხადა.
მოსამართლე ჰოვარდ რიდლი თავის გადაწყვეტილებას დეტალურად განმარტავს 31 გვერდიან დოკუმენტში.
სამოტივაციო ნაწილში ნათქვამია, რომ საქართველოში, თავდაცვის ყოფილი მინისტრის წინააღმდეგ დაწყებული სამართლებრივი დევნა პოლიტიკურად მოტივირებულია და ექსტრადირების შემთხვევაში არსებობდა რისკი, რომ სასამართლო პროცესი პოლიტიკური სპეკულაციისგან თავისუფალი არ იქნებოდა.
ამ თემაზე კომენტარი გააკეთა დავით კეზერაშვილის ადვოკატმა შოთა მინდელმა.
"მათ შორის საუბარი არ არის მხოლოდ კეზერაშვილზე, აქ მოყვანილია მთელი მონაცემები წინა ხელისუფლების იმ მაღალჩინოსნებისა, რომლებიც დღემდე განიცდიან პოლიტიკურ დევნას," - განმარტა მინდელმა „კურიერთან" საუბარში.