ევროპარლამენტში აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საკითხთან დაკავშირებით დებატები დასრულდა.
აღნიშნულ საქმეზე სიტყვით 20-მდე ევროპარლამენტარი გამოვიდა. მათმა ნაწილმა აზერბაიჯანის ხელისუფლებას აფგან მუხთარლის დაუყოვნებლივი გათავისუფლებისკენ, საქართველოს ხელისუფლებას კი საქმის დროული გამოძიებისკენ მოუწოდა.
ევროპარლამენტის წევრთა ნაწილმა ასევე მოითხოვა აფგან მუხთარლის საქმეზე დაგეგმილი რეზოლუციის კენჭისყრის გადადება.