logo_geo
eng_logo
თურქეთში ოპოზიციური პარტიის დეპუტატს 25-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს
- +

15 ივნისი. 2017. 14:55


სტამბოლის სასამართლომ თურქეთში ოპოზიციური სახალხო რესპუბლიკური პარტიის დეპუტატს ენის ბერბეროღლუს 25-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.


სასამართლომ ენის ბერბეროღლუს სადაზვერვო ინფორმაციის გავრცელებაში დასდო ბრალი, რომლის თანახმად, თურქეთი სირიაში იარაღის მიწოდებას ახორციელებდა.


ბერბეროღლუს თანაპარტიელების განცხადებით, სასამართლოს ეს განაჩენი ოპოზიციის დაშინებას წარმოადგენს.


განაჩენის გამოტანის შემდეგ ენის ბერბეროღლუმ სასამართლო დერეფანში განცხადება გააკეთა.


არაფრისგან ასეთი რამ მოიგონეს, ამის ავტორებს გრცხვენოდეთ. თქვენ მე ვერ დამივიწყებთ, მეც თქვენ არ დაგივიწყებთ″, - განაცხადა ენის ბერბეროღლუმ.


ბრალდების თანახმად, ენის ბერბეროღლუმ 2015 წელს ოპოზიციური გაზეთი „Cumhuriet"-ის მთავარ რედაქტორს ჯან დუნდარს ინფორმაცია გადასცა იმის თაობაზე, რომ თურქეთის დაზვერვამ თითქოს იარაღი მიაწოდა სირიაში მებრძოლ ისლამისტებს. 2015 წელს აღნიშნული ინფორმაციის შემცვლელი სტატიის გამოქვეყნების შემდეგ ოპოზიციური გაზეთის „Cumhuriet"-ის მთავარი რედაქტორი ჯან დუნდარი დააკავეს.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner