logo_geo
eng_logo
მამა-შვილ ლე პენებს ევროპარლამენტმა სადეპუტატო იმუნიტეტი მოუხსნა
- +

15 ივნისი. 2017. 16:08


ევროპარლამენტმა „ეროვნული ფრონტის" დამფუძნებელს ჟან-მარი ლე პენსა და პარტიის ლიდერს მარინ ლე პენს სადეპუტატო ხელშეუხებლობის იმუნიტეტი გაუუქმა.


მარინ ლე პენს სადეპუტატო იმუნიტეტი საფრანგეთის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე გაუუქმეს.


მანამდე პარიზის პროკურატურამ დაიწყო გამოძიება, რადგან ლე პენის თანამშრომლები ევროპარლამენტში ადამიანების ფიქტიურ დასაქმებაში არიან ეჭვმიტანილები.


„ეროვნული ფრონტის" დამფუძებელს ჟან-მარი ლე პენს ევროპარლამენტმა „რასობრივ საფუძველზე დისკრიმინაციის, სიძულვილისა და ძალადობის გაღვივების გამო" მოუხსნა იმუნიტეტი.




 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner