გაზეთ „ქრონიკა+"-ის მთავარი რედაქტორის ელისო კილაძის შვილი დავით ხარშილაძე პატიმრობაში რჩება. მოსამართლემ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
დავით ხარშილაძის ადვოკატები, „ადვოკატთა ასოციაციის" ხელმძღვანელის ზაზა ხატიაშვილის თავდებობით ბრალდებულის აღკვეთის ღინისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდნენ.
სახელმწიფო ბრალდება არ დაეთანხმა დაცვის მხარის შუამდგომლობას და დავით ხარშილაძის პატიმრობაში დატოვება მოითხოვა.
საბოლოოდ, მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ ბრალდებული პატიმრობაში დატოვა და განმარტა, რომ მოსალოდნელი სასჯელის სიმძიმიდან გამომდინარე არსებობს მიმალვის საფრთხე, რის გამოც დავით ხარშილაძისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება ძალაში რჩება.