logo_geo
eng_logo
შსს-ს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებისთვის გადამზადების კურსები იწყება
- +

15 ივნისი. 2017. 19:24



შს მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სახაზო-საპატრულო დანაყოფების ყველა პატრულ-ინსპექტორი და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები ეტაპობრივად გაივლიან სპეციალური გადამზადების კურსს.


სასწავლო კურსი მოიცავს როგორც თეორიულ, ასევე, პრაქტიკულ ნაწილს. თეორიული ნაწილი ითვალისწინებს პატრულირების განხორციელებასთან დაკავშირებულ და სხვა აქტუალურ საკითხებს. პრაქტიკული ნაწილი კი მოიცავს ტაქტიკურ საპოლიციო, საცეცხლე და ფიზიკურ მომზადებას.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner