logo_geo
eng_logo
თბილისში „დიდების ხეივანის“ გახსნა იგეგმება
- +

15 ივნისი. 2017. 23:09


საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე თედო კობახიძე აცხადებს, რომ ვარსკვლავის გახსნა ამ დრომდე არანაირ სამართლებრივ ჩარჩოში არ იყო მოქცეული და შესაბამისად ვარსკვლავის გახსნით არავის კანონი არ დაურღვევია. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ლობახიძემ ტელეკომპანია „იბერიის" ეთერში ისაუბრა.


„ვარსკლავების გახსნასთან დაკავშირებით გარკვეული ვაკუუმი არსებობს,ამიტომ ჩვენ დავიწყეთ ამ საკითხზე მუშაობა, შევისწავლეთ სხვა ქვეყნების მაგალითები. ამ შემთხვევაში ანალოგი აღებულია ჰოლივუდში არსებული „დიდების ხეივნიდან". იურიდიულ საკითხთა კომისიის მიერ გაკეთებულია მონახაზი, რომელიც გადაგზავნილია მერიაში",- განაცხადა თედო კობახიძემ.


თედო კობახიძის ინიციატივაა, რომ თბილისში გამოყოს ადგილი, რომელიც იქნება „დიდების ხეივანი" და სადაც განთავსებული იქნება იმ საზოგადო მოღვაწეების ვარსკვლავები, რომლებიც დღეს ცოცხლები აღარ არიან. უკვე გახსნილი ვარსკვლავებისთვის ადგილის შეცვლა არ მოხდება. ჯერჯერობით უცნობია სად გაიხსნება „დიდების ხეივანი".


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner