logo_geo
eng_logo
გორში ვიცე-მერის გოგა რაზმაძის ოჯახი დააყაჩაღეს
- +

15 ივნისი. 2017. 23:26


გორის ცენტრში, სტალინის ქუჩის #3-ში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის, გოგა რაზმაძის ოჯახში უცნობი პირები შეიჭრნენ. ინციდენტის დროს თავად მერის მოადგილე სახლში არ იმყოფებოდა. არსებული ინფორმაციით, ოჯახში ამ დროს ძიძა ბავშვებთან ერთად იმყოფებოდა. ყაჩაღობის შემდეგ რაზმაძის დედა საავადმყოფოში მოხვდა. ამ დროისთვის მისი მდგომარეობა სტაბილურია.


მეზობლების თქმით, ბოროტმოქმედებმა ძიძას თავში ჩაარტყეს და ფული მოსთხოვეს. ოჯახი მომხდარზე არ საუბრობს, უცნობია მოახერხეს თუ არა ოჯახიდან რამის წაღება.


შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. მათივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე დამნაშავის დასადგენად და დასაკავებლად ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner