logo_geo
eng_logo
მამუკა კაციტაძე: „ახალი მემარჯვენეები” საპარლამენტო არჩევნებზე აუცილებლად ბლოკით გავალთ!
- +

6 აპრილი. 2016. 22:15


„ახალი მემარჯვენეების" ლიდერის მამუკა კაციტაძის განცხადებით საპარლამენტო არცევნებზე პარტია ბლოკის სახით წარსდგება, რომელიც იმ ტიპის ეკლექტური ერთობა არ იქნება, რომელიც 3,5 წლის შემდეგ დანაწევრდა.


„შექმნილი პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, „ახალი მემარჯვენეები" საპარლამენტო არჩევნებზე აუცილებლად ბლოკით გავალთ.  ის არ იქნება ორიენტირებული პოლიტიკურ ტივტივზე, რომ როგორმე ბარიერი გადავლახოთ და თავი გადავირჩინოთ. ბლოკი კონკრეტულ იდეოლოგიასა და ფასეულობებს, საგარეო პოლიტიკურ ვექტორს დაეფუძნება და მისი სუბიექტები, მომავალი ოთხი წლის განმავლობაში, მნიშვნელოვანი აქტორები იქნებიან". - განაცხადა მამუკა კაციტაძემ და აღნიშნა, რომ თუ ხელისუფლებას პოლიტიკური ნება ექნება, 6 თვის განმავლობაში ცვლილებების განხორციელება არათუ საარჩევნო კოდექსში, კონსტიტუციაშიც კი შეიძლება.


 

„არჩევნების ლეგიტიმაციასთან, საარჩევნო კოდექსთან და გარემოსთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არსებობს. ჩვენ გვინდა, უფრო კონკურენტუნარიანი გარემო შევქმნათ და ეს კითხვის ნიშნები მოვხსნათ". - განაცხადა კაციტაძემ.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner