logo_geo
eng_logo
დავით საგანელიძე: მიწის გასხვისების საკითხზე საუბარი არ არის და არც ყოფილა!
- +

15 ივნისი. 2017. 19:56


 

12 ჰა მიწის ფართობი, სადაც  „ქართული ჩაის აღორძინების პროექტის" განხორციელება იგეგმება სახელმწიფოს ეკუთვნის და სახელმწიფოს საკუთრებაშივე დარჩება" , - ამის შესახებ საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ TV „იმედის" ეთერში ქართული ჩაის აღორძინების შესახებ პროექტზე საუბრისას განაცხადა. მისი განმარტებით წალენჯიხაში არსებული 12 ჰა მიწის ფართი, სადაც საპარტნიორო ფონდისა და „ჰანთანგიუანის საერთაშორისო ჰოლდინგური ჯგუფის"  ერთობლივი პროექტი უნდა განხორციელდეს არა  კერძო მესაკუთერის, არამედ სახელმწიფო მფლობელობაშია და ჩინელი ინვესტორებისთვის მისი გადაცემა არ იგეგმება. 

 

 „რაც შეეხება მიწის გასხვისების საკითხს, ამაზე საუბარი არ არის და არც ყოფილა. მიწა დარჩება სახელმწიფოს კუთვნილებაში. აქ, საუბარია მხოლოდ იმაზე, რომ  15 წლის განმავლობაში, რომელიც პროექტის განხორციელების პერიოდს მოიცავსარსებობს საფრთხე აღნიშნული ტერიტორია, რომელზეც ჩაის კულტურის განვითარება უნდა მოხდეს სხვა დანიშნულებით იქნას გამოყენებული. ამიტომ ჩვენ  ვითხოვთ, რომ ეს მიწა 40-49 წლიანი არენდით საპარტნიორო ფონდს, ანუ ისევ სახელმწიფო სტრუქტურასროგორც პროექტის პარტნიორს გადმოეცეს, რაც საქართველოში" ჩაის აღორძინების პროექტის" წარმატებულად განხორციელების გარანტიას  იძლევა", - აღნიშნა დავით საგანელიძემ.


დავით საგანელიძის განმარტებით „ქართული ჩაის აღორძინების პროექტი" 15 წლიანია და მისი საინვესტიციო მოცულობა ჯამში 500.000 აშშ დოლარს შეადგენს. პროექტის პირველი ეტაპი წალენჯიხიდან იწყება და ჩაის კულტურის აღდგენასა და პლანტაციების რეაბილიტაციას გულისხმობს. ჩინელებს ჩაის წარმოების უდიდესი გამოცდილება აქვთ. პირველები არინ ჩაის როგორც წარმოების ასევე, მოხმარების თვალსაზრისითაც. ჩინეთში ჩაიზე მოთხოვნა იმდენად დიდია, რომ ქვეყანა ჩაის იმპორტს შრილანკიდან და ინდოეთიდან ახორციელებს. 


ჩინური მხარე მზად არის საქართველოში აღადგინოს ჩაის ინდუსტრია და  საბაზრო ფასით თავად შეიძინოს ქართული პროდუქტი. ასე, რომ ჩაის რეალიზაციის პრობლემა დავით საგანელიძის განმარტებით არ შეიქმნება. ფაბრიკების ტექნიკური აღჭურვილობის გადმოცემას ჩინური მხარე გრანტის სახით გეგმავს. პროექტი დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა რეგიონს, სამეგრელოს, აჭარას, გურიას და იმერეთში ხონისა და ტყიბულის რაიონებს მოიცავს, სადაც ყველაზე მაღალი ხარისხის ჩაი მოდის. 25 წლიანი პაუზის შემდეგ გაჩნდა შესაძლებლობა, რომ რეგიონში ჩაის კულტურის აღორძინების შედეგად ათასობით სამუშაო ადგილი გაჩნდეს. პროექტი, რომელიც საპარტნიორო ფონდთან ერთად ჩინურმა „ჰანთანგიუანის საერთაშორისო ჰოლდინგურმა ჯგუფმა" შეიმუშავა რეგიონში ადგილობრივების დასაქმებისა და მათი შემოსავლების ზრდის გარანტორი გახდება.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner