logo_geo
eng_logo
გიორგი ფოფხაძე: რატომ გგონიათ რომ, ტურისტები მარტო უძვირესი სასტუმროებისთვის ჩამოვლენ...
- +

16 ივნისი. 2017. 02:53



საფრანგეთში მოღვაწე ქართველი ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე სოციალური ქსელიში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„ბოლო დროს ძალიან ახლოს შევეხე ტურიზმის საკითხებს საქართველოში და აღმოვაჩინე რომ, სამწუხაროდ ყველა ტურისტულ რეგიონში გვაქვს ასე თუ ისე კარგი სასტუმროები (ევროპულ ფასებზე გაცილებით სამჯერ და ხუთჯერ ძვირი რაც ასევე სამწუხაროა მაგრამ, ჯანდაბას) და ამ სასტუმროების გარდა ახლომახლო ინფრასტრუქტურა ფაქტიურად, პრაქტიკულად და თეორიულად არ არსებობს... თუ ტურიზმის განვითარება გვინდა ასე ვერ წავალთ წინ. წარმოგიდგენიათ საფრანგეთში, ამ იტალიაში ან ესპანეთში თუ საბერძნეთში ჩახვიდეთ დასასვენებლად და... ვერსად კაფეში ან რესტორანში ვერ დაჯდეთ საკუთარი სასტუმროს გარდა? ვერ წრმოგიდგენიათ, რა თქმა უნდა... აბა რატომ გგონიათ რომ, საქართველოში ტურისტები მარტო უძვირესი სასტუმროების გულისთვის ჩამოვლენ და იმავე სასტუმროში დაჯდებიან, ასევე ხუთმაგ ფასებში მიირთმევენ, გაერთობიან?" - წერს გიორგი ფოფხაძე.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner