ოთარ ჩრდილელი: როგორც Black Sea Arena-ს აშენება არ შეიმჩნიეთ, ამასაც არ ვიმჩნევთ ხომ?!
-
+
16 ივნისი. 2017. 03:30
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ოთარ ჩრდილელი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„Hi-Class-ის დონის სასტუმრო, შეკვეთილში...
P.S. ასკილს გადარგავს თუ პანტას დაბერტყავს, ყველაფერს რომ ნაც-პრიზმაში უყურებთ და პირველ „ნიუსებად" გაქვთ, ამას არ ვიმჩნევთ ხომ?
როგორც Black Sea Arena-ს აშენება არ შეიმჩნიეთ და სახელმწიფოს, რომ გადასცა, მერე აკრიახდით: ელენერგიის ფულს ვინ გადაიხდისო, არც უნიკალური „კომპოზიტორთა ხეივანი" არც მინი-ეთნოგრაფიული მუზეუმი არ შეიმჩნიეთ...
ქვეყნის და რეგიონის განვითარებისათვის, სამუშაო ადგილებისთვის, ბიუჯეტისთვის, რომ საჭიროა ასეთი მასშტაბური პროექტები-იმედია მეთანხმებით.
დააბალანსეთ, თქვენში მოჭარბებული ნეგატივი-ცოტაოდენი პოზიტივით მაინც. სცადეთ, ეგებ გამოგივიდეთ.
თუ ვამბობთ A-ს, B-ეც უნდა ვთქვათ..." - წერს ჩრდილელი.

