logo_geo
eng_logo
დავით როსტომაშვილის ქალიშვილი: მას არავინ აღიარებს და ამ ვითარებას ბოროტად იყენებს პოპულარობისთვის!
- +

16 ივნისი. 2017. 03:31



მსახიობ დავით როსტომაშვილზე გავრცელებულ განცხადებას, რომ მასზე თავდასხმა მისმა ფინანსურმა საქმიანობამ გამოიწვია სოციალურ ქსელში მსახიობის შვილი ხატია როსტომაშვილი ეხმაურება:


„მინდა, მამაჩემთან დაკავშირებულ აგორებულ ჭორებზე გავაკეთო კომენტარი. ის ფაქტი, რომ 14 ივნისს დღისით, მზისით, თავს დაესხნენ დავით როსტომაშვილს, უკვე მთელი საქართველოსთვის ცნობილია. რეალურ მიზეზებს არასოდეს არავინ იკვლევს და ყოველთვის ყველაზე სწრაფად ვრცელდება უსაფუძვლო და უაზრო ჭორი, იმასთან დაკავშირებით რომ ის „მევახშეა" და მას 100-ზე მეტი ოჯახი ჰყავს გამწარებული, 100-ზე მეტი სახლი აქვს გადაფორმებული. (უბრალოდ სასაცილოა). ეს არასწორი და მამაჩემისთვის ყოვლად შეუფერებელი ინფორმაცია გაავრცელა ადამიანმა, რომელმაც ვფიქრობ, სიტყვა „მევახშის" განმარტება უნდა მოიძიოს ინტერნეტ სივრცეში. ნიკა მემანიშვილი, ადამიანი, რომელიც ამ ფაქტს ხმალამოღებული ამტკიცებს და ავრცელებს. ადამიანი, რომელსაც არავინ აღიარებს და ამ ვითარებას ბოროტად იყენებს პოპულარობისთვის. ეს ყოველივე სიმართლე რომ იყოს ფაქტებით ისაუბრებდა, მაგრამ, ფაქტი არ არსებობს და ვერც იარსებებს", - წერს ხატია როსტომაშვილი.


შეგახსენებთ, რომ უფლებადამცველმა ნიკა მემანიშვილმა გააკეთა განცხადება, სადაც დავით როსტომაშვილზე თავდასხმის მიზეზად, მისი ფინანსური საქმიანობა დაასახელა.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner