„ნაციონალები" გახარებულები არიან, ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა, მადლენ ოლბრაიტმა, ანუ მადლენა ბაბომ გაგვიცინა, ლოყებზე ხელი მოგვითათუნა და გვითხრა, ჩვენც თქვენ დღეში ვართო... მეტსაც გეტყვითო, რუსები ჩვენთანაც აფათურებენ ხელებსა, შავღონდით უკვეო... უფრო მეტიცო, ყველაზე ძალიან ის მანერვიულებს, რომ მე ვარ თქვენი, ანუ „ნაცების" დღეში, გუშინ მთელ მსოფლიოს ვაზანზარებდი, დღეს კიდენა აღარც ძალა მაქ, აღარც ხალისი, აღარც მუხლები მემორჩილებაო. ჰო, რა იყოთ, რა ალმაცერად მიყურებთ, თქვენც ეგრე ხართ, გუშინ მთელ საქართველოს აზანზარებდით, დღეს კიდენა აღარც ძალა გაქვთ, აღარც სახელი, აღარც ავტორიტეტი, აღარც გაქანება, აღარც გამოქანება... ნუ, თუ ეხლა მუხლები გემორჩილებათ და აღმა-დაღმა სირბილი შეგიძლიანთ, ეგ ბევრს არ ნიშნავს, როგორც ჩეხური წარმოშობის ებრაელები ვიტყვით ხოლმე, ცარიელი თავი ფეხებს მოსვენებას არასოდეს აძლევსო.
მოკლედ, მადლენა ბაბოზე ნაღდად არ ვიგონებ, აგერ, გიგი უგულავამ ასეთი წერილი დატოვა facebook-ის საკუთარ გვერდზე:
„ძალიან სასიამოვნო და საინტერესო მოსაუბრეა ოლბრაიტი. როცა რუსების ჩვენს არჩევნებში ხელის ფათურზე ვლაპარაკობდით, ჩვენც თქვენ დღეში ვართ, არ იდარდოთო".
ხედამთ, რამდენი უსაუბრია ყოფილ სახელმწიფო მდივანს ყოფილ მერთან და თანაც რა საინტერესოდ? ჰე, ჰეეეე, ჩვენც თქვენ დღეში ვართო, რა გინდა, რომ გააკეთო? სხვათა შორის, ერთმა „ნაცმა" საჯაროდ წამოიძახა: ეს მართლა „რკინის ლედი" ყოფილაო. შეეშალა, ვეღარ მოტვინა, რომ „რკინის ლედის" მარგარეტ ტეტჩერს უწოდებდნენ.
მოკლედ, მაინც კაი ქალია მადლენა ბაბო, „ნაციონალები", ეხლა „ევროპელები" რომ დაირქვეს სახელად, დაამშვიდა, კი დაგენძრათ, მაგრამ არ იდარდოთო.
გელა ზედელაშვილი